ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები

                          

                                 მიმართულება:
მოსმენა
 კითხვა
     წერა

უცხ.ს.IV. 1. მოსწავლე ისმენს და იგებს  უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციას (დიალოგი, ინტერვიუ), მონოლოგს ცხოვრებისეულ თემებზე.



უცხ.ს.IV. 4.  მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.


უცხ.ს.IV. 5. მოსწავლე კითხულობს და იგებს მრავალსაფეხურიაინსტრუქციებს
       
უცხ.ს.IV. 6. მოსწავლე კითხულობს და იგებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ შემეცნებით  ტექსტს 

უცხ.IV. 10. მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს ტექსტს/ნაწყვეტს.
            
უცხ.ს.IV. 11. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.



უცხ.ს.IV. 13. მოსწავლე წერს პრაგმატული ხასიათის ინფორმაციულ  ტექსტს (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბუკლეტი).

უცხ.ს.IV. 14.  წერისას  მოსწავლე იცავს ტექსტის სტრუქტურას, იძენს და  
ცდილობს ფუნქციურად გამოიყენოს საბაზისო ენობრივ- გრამატიკული უნარ-ჩვევები.

უცხ.ს.IV. 15. მოსწავლე ცდილობს გამოიყენოს წერის ეფექტური სტრატეგიები წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად.


                                 მიმართულება:
ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
სწავლის სწავლა

დიალოგური მეტყველება

უცხ.ს.IV.16. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში .

უცხ.ს.IV. 17. მოსწავლე თავს ართმევს ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

მონოლოგური მეტყველება

უცხ.ს.IV. 18. მოსწავლე ლაპარაკობს გაბმულად მისთვის ნაცნობ თემებზე.

უცხ.IV. 19.  წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას მისთვის საინტერესო თემაზე.
              
უცხ.ს.IV. 20.     მოსწავლე იძენს და ფუნქციურად იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.IV. 21. მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.


უცხ.ს.IV. 22. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.

უცხ.ს.IV. 23. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების სოციოკულტურულ რეალიებს.

უცხ.ს.IV. 24. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.IV. 25. მოსწავლე ტოლერანტულია კულტურული და ინდივიდუალური განსხვავებების მიმართ.



უცხ.ს.IV. 26. მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს .

უცხ.ს.IV. 27. მოსწავლე დამოუკიდებლად განჭვრეტს შესასრულებელი დავალების მოთხოვნებს.

უცხ.ს.IV. 28. მოსწავლე იყენებს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.IV. 29. მოსწავლე იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.ს.IV. 30. მოსწავლე ამუშავებს ინფორმაციას მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების ხელშესაწყობად.
               
უცხ.ს.IV. 31. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.




No comments:

Post a Comment